ყირგიზეთის მოქალაქის პოლიტიკური პატიმრის საქმე (2003 წელი).

2022 წლის დეკემბრის თვეში, საქართვლოს შსს თანამშრომლების მიერ თბილისში დაკავებული იქნა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, ყირიგიზეთის მოქალაქე მ.ე. რომელიც წარმოშობის ქვეყანაში იძებნებოდა ინტერპოლის მიერ, წითელი ცირკულარით, განსხვავებული პოლიტიკური მრწამსის და სიტყვის თავისუფლების გამო, ფალსიფიცირებული შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე. მას იქ დაუსწრებლად მისჯილი აქვს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მას შეეფარდა საპატიმრო გირაო 500000 (ხუთასიათასი) ლარის ოდენობით, რისი გადახდაც ფიზიკურად ვერ მოხერხდა დიდი ოდენობის თანხის გამო და იგი მოთავსებული იქნა ციხეში. დაკავებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემი აქტიური სამართლებრივი ქმედებების შედეგად იგი განთავისუფლებული იქნა ციხიდან და ვიბრძოდით, რომ მას საქართველოში შსს მიგრაციის დეპარტამენტს მიეცა პოლიტიკური თავშესაფარი და საქართველოს გენერალურ პროკურატურას არ მოეხდინა მისი ექსტრადიცია ყირგიზეთის რესპუბლიკაში, რადგან მისი წარმოშობის ქვეყნისათვის გადაცემის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე იქ მის მიმართ განხორციელდებოდა წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა-სასჯელით, რაც შეიძლება დასრულებულიყო კიდეც მისი სოცოცხლის მოსპობით, ლიკვიდაციით…!!!

2022 წელს მიგრაციის სამსახურის უარი პოლიტიკურ თავშესაფარის მიცემაზე მ.ე. მიმართ, ჩემს მიერ გასაჩივრებული იქნა საქალაქო სასამართლოში, მაგრამ საკითხი არ დააკმაყოფილა სასამართლომ, ჩემს მიერ აღნიშნული საკითხი გასაჩივრებულ იქნა საქართველოში ყველა ინსტანციის, უწყებაში და სასამართლოში და ბოლოს სტრასბურგის ევრო სასამართლოში, სადაც საკითხი დამთავრდა ჩვენი გამარჯვებით და როგორც იქნა მ.ე. მიენიჭა პოლიტიკური თავშესაფრის სტატუსი, რის გამოც არ მოხდება მისი ექსტრადირება მის წარმოშობის ქვეყანაში ყირგიზეთში და მისი უკანონო დასჯა ციხეში 12 წლით ან მისი სიცოცხლის მოსპობა, ლიკვიდაცია.

Start typing and press Enter to search

Shopping Cart